სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი და სენაკისა და ზუგდიდის საპატიო მოქალაქე, ბონდო ჯიქია, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბონდო ჯიქია სხვადასხვა პერიოდში მნიშვნელოვან სახელმწიფო თანამდებობებზე მუშაობდა.
1992 წელს ის საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ იყო დანიშნული, ხოლო 1993-2003 წლებში — საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული (გუბერნატორი) სამეგრელო-ზემო სვანეთში.































































