ყოფილი ქმრის მიერ სასტიკად ნაცემი ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა საგარეჯოში მოხდა. ინფორმაციას knews.ge ავრცელებს.
ახალგაზრდა ქალს მამაკაცმა 8 დღის წინ სასტიკად სცემა. თვიმხილველების თქმით, კაცმა ქალს თავში ქვა ჩაარტყა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაკავებული კაცი ამნისტიით განთავისუფლდა, რომლის შემდეგაც მან ყოფილ ცოლს მიაკითხა, მოტყუებით გარეთ გამოიყვანა და სასტიკად სცემა.
ის რამდენიმე დღე კლინიკაში გადიოდა მკურნალობას, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს. გარდაცვლილს 2 შვილი დარჩა.