სოციალური ქსელის მომხმარებელი, სამტრედიელი თინათინ ტრაპაიძე ,,სამტრედიელების” ჯგუფში ათავსებს მოთხოვნას და საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერას მოითხოვს წრიული ავტობუსის დანიშვნასთან დაკავშირებით. მის ამ ინიციატივას ბევრი გამოხმაურება მოჰყვა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის ერთი ნაწილი თინათინ ტრაპაიძის წინადადებას მხარს აქტიურად უჭერს.
ინიციატივის ავტორი შესაბამის სტრუქტურებს მათი მოთხოვნის გულთან ახლოს მიტანისკენ მოუწოდებს:
,,ჩემო სამტრედიელებო, ჩემი აღშფოთება მინდა, გამოვთქვა ჩვენს რაიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებით. ნუთუ, რა გახდა ამხელა რაიონში ერთი წრიული ავტობუსის დანიშვნა,რომელიც მინიმუმ 7 საათამდე მოემსახურება სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც რეპეტიტორებთან დადიან და ქალაქიდან 3 და 4 კილომეტრით არიან დაცილებულები. მგონია, რომ ამ ჯგუფში ბევრი იქნება ჩემნაირი, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს.იქნებ გამოიჩინოს გულისხმიერება ქალაქის შესაბამისმა ორგანომ და ამ საკითხის მოგვარება წამოწიოს წინა პლანზე”.
ავტორი