მომღერალი ნინი შერმადინი მიმართვას ავრცელებს.
“მეგობრებო, ყოველ წუთს იცვლება სიტუაცია. ძალიან დიდი კონკურენციაა და სავარაუდოდ, ფასიან ხმებსაც იყენებენ. მეორე ადგილზე გადავინაცვლეთ, დღეს ხმები ორმაგდება და მხოლოდ ერთი დღე დარჩა, რომ ნახევარ ფინალში გადავიდეთ, ძალიან გთხოვთ უფასო ხმას ნუ დაინანებთ ჩემთვის.
მართლა ძალიან მერიდება ამდენი თხოვნა, მაგრამ ძალიან მჭირდება თქვენი მხარდაჭერა. ძალიან ახლოს ვართ მიზანთან და მინდა რომ ერთად შევძლოთ გამარჯვება. მე თქვენ ძალიან მიყვარხართ”, _ წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში.