გარდაიცვალა ცნობილი ექიმი შადიმან სახვაძე. შადიმან სახვაძე რესპუბლიკური საავადმყოფოს ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის მიმართულების ხელმძღვანელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი იყო.

ამასთან, იყო 50 სამეცნიერო შრომისა და ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სახელმძღვანელოს ავტორი, AOAA_ ასოციაციის, ევროპის ტრავმისა და ემერჯენს ქირურგიის ასოციაციის და საქართველოს ტრავმატოლოგ – ორთოპედთა ასოციაციის წევრი.
ღვაწმოსილი ექიმის გარდაცვალების შესახებ, სოციალურ ქსელში შადიმან სახვაძის შვილმა დაწერა. დაწერა სოციალურ ქსელში ქეთუსია სახვაძემ, რომელსაც იქვე კომენტარებში უსამძიმრებენ და მწუხარებას გამოთქვამენ ოჯახის ახლობლები, შადიმან სახვაძის ყოფილი პაციენტები.































































