ჩვენი ფეხბურთელი ბაღანე იუბილარია…
,,ყველა ბურთი ჩემია, ავიღებ..” – როცა ფეხბურთი პირველად მეზობელ ბიჭებთან ერთად ითამაშა, მაშინ არც ამ თამაშის სახელი იცოდა და არც ის, წლების შემდეგ მის მთავარ ინტერესად თუ იქცეოდა. თათია გაბუნია ახლა საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მეკარეა…
თათიამ აჩვენა მაგალითი, რომ ქალებს ყველაფერის გაკეთება შეუძლიათ და ამაზე ლაპარაკი აღარ უნდა მიდიოდეს…
ხშირად ეკითხებოდნენ – რატომ? ის კი ამბობს, რომ ამაზე პასუხი არ აქვს, უბრალოდ, ფიქრობს, რომ ფეხბურთისთვის დაიბადა..
ხოდა ვეღარ მოვიცალე ამ მაგარი გოგოსთვის დაბადების დღე მიმელოცა…
მინდა და უნდა იყო მუდამ წარმატებული ჩვენო გურულო ბაღანა! _ წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გიორგი სირაძე.
“გურია ნიუსი” ულოცავს თათია გაბუნიას დაბადების დღეს და უთვალავ აღებულ ბუთს და მოგებულ მატჩს უსურვებს მოედანსა და ცხოვრებაში.