ჰამასის ლიდერის, მუჰამედ სინვარის ცხედარი იპოვეს ღაზას გვირაბში, რომელიც გასულ კვირას ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაბომბეს, _ ინფორმაციას Time of Israel ავრცელებს.
როგორც ისრაელის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, „ოფიციალური დადასტურება არ არსებობს, მაგრამ ყველა მინიშნებით“ სინვარი ლიკვიდირებულია.
მუჰამედ სინვარი ღაზაში ჰამასის ყოფილი ლიდერის, იაჰია სინვარის უმცროსი ძმა იყო, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალებმა გასული წლის ოქტომბერში სამხრეთ ღაზაში მოკლეს.
ცალკეული ინფორმაციით, კიდევ ერთი ძმა, ზაქარია სინვარი, შაბათს ღამით ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა.