ქობულეთში სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით მოსახლეობა კვლავ ქუჩაში გამოვიდა. მათ ცოცხალი ჯაჭვი შემოარტყეს იმ ტერიტორიას, რომელიც, როგორც ამბობენ, მათი წინაპრების საკუთრება იყო.
ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ მიწა ჩუმად, მოსახლეობასთან დაუკითხავად, ბიზნესმენ გიორგი (ზარალო) რამიშვილს გადაეცა და ამას არ შეეგუებიან.
მოსახლეობა პასუხისმგებლობას თანაბრად აკისრებს როგორც ინვესტორს, ასევე აჭარის მთავრობას. მათი თქმით, ხელისუფლება მოქალაქეების ინტერესებს უგულებელყოფს და კერძო ბიზნესის მხარეს დგას.
მომდევნო აქცია უკვე ბათუმში, 24 მაისს, 18:00 საათზე გაიმართება. პროტესტის მონაწილეები ამჯერად ბიზნესმენის საკუთრებასთან, სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმის“ წინ შეიკრიბებიან და ამბობენ, რომ მშვიდობიანი, მაგრამ ხალხმრავალი გამოსვლისთვის ემზადებიან.
ვრცლად: ajaratimes