ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სკოლის მოსწავლეები დაშავდნენ. შემთხვევა ქუთაისში მოხდა. ინფორმაციას “მეგა ტვ” ავრცელებს.
როგორც “მეგა ტვ”-ს თვითმხილველები უყვებიან, ავარია ავტომობილის მოსრიალებამ გამოიწვია.
შემთხვევის შედეგად მანქანაში ორი ადამიანი იმყოფებოდა.
დაშავებულები სკოლის მოსწავლეები არიან და სავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული არის სასწრაფო დახმარება და პოლიცია.