“გურია ნიუსს” ბახმაროს ადმინისტრაციულ ერთეულში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა შოთა გიორგაძემ განუცხადა, რომ ბახმაროზე ასვლა უკვე შესაძლებელია.
“გზა გაწმენდილია და გუშინ გავხსენით. ცხრაწყაროს ზემოდან იყო ზავალი ჩამოწოლილი და ამ დროისთვის დატერასებულია. ყველას შეუძლია გადაადგილება”,_ გვითხრა შოთა გიორგაძემ.
რაც შეეხება ზვავის ჩამოწოლის შედეგად დანგრეულ სახლებს, მერის წარმომადგენლის ინფორმაციით, აღსაწერია.