ქართველი სასულიერო პირი, მამა ნექტარიოს მჭედლიძე, რომელიც უკრაინაში მსახურობს სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმ დედებს მიმართავს, რომლებსაც სამშობიაროში განუცხადეს, რომ მათი შვილი დაიღუპა, ბავშვის ცხედარი კი არ ანახეს.
„უკვე დავიღალე. ამდენი სიბოროტე საიდან, როგორ… დედას შვილი წაართვა და გააშვილო, იმ ფულით გამოკვებო თქვენი შვილები… ვერაფერს ვწერ მეტს, ვინც იმშობიარეთ 2004 წლამდე ლაგოდეხის და გურჯაანის სამშობიაროში და გითხრეს, თქვენი შვილები დაიღუპნენ და გარდაცვლილი ჩვილები არ გინახავთ, ყველა ცოცხალია. მეტს ვერ ვიტყვი, არ შემიძლია, დედებო, ეძებეთ შვილები. უბრალოდ ის ხალხი ვინც დედას შვილი მოჰპარა ჯოჯოხეთში იწვება სამარადისოდ“, _ წერს დეკანოზი ნექტარიოსი.