გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) სპიკერმა ჯეიმს ელდერმა აღწერა ნგრევა, რომელსაც შეესწრო ღაზას მონახულებისას. ის იქ იმყოფებოდა, როგორც ჰუმანიტარული კოლონის ნაწილი, რომელიც ზავის დროს ჩრდილოეთ ანკლავს დახმარებას აწვდის.
„დღეებს ვატარებ დროებით განსახლების ცენტრებში, სადაც ათიათასობით ადამიანი იძულებული გახდა გადასულიყო. ბავშვებისთვის ომის შედეგად მიყენებული ჭრილობები გვაწუხებს“, – განუცხადა ელდერმა BBC Newshour-ის გადაცემას.
სპიკერის თქმით, ადამიანების თვალები გაჟღენთილია შფოთვით და უბედურებით.
„გუშინ ჩრდილოეთისკენ წავედი კოლონით, სადაც დახმარება იყო საჭირო. ადგილები, შენობები, ადამიანების სახეები უბრალოდ გაჟღენთილია უბედურებითა და ტრავმებით, იქნება ეს ბეტონის დანგრეული შენობები თუ შფოთვა იმ ადამიანების თვალში, რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს“, – თქვა ჯეიმს ელდერმა
მან, ასევე დასძინა, რომ ბევრი ღაზაელი აგრძელებს გადაადგილებას სამხრეთით ისრაელის ევაკუაციის დირექტივის შესაბამისად, თუმცა მათ არ იციან მათი დანიშნულების ადგილი.
„სადაც არ უნდა წავიდნენ, ისინი თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობენ“, – აღნიშნა UNICEF-ის წარმომადგენელმა.
ავტორი