ცოტა ხნის წინ ხანძარი იყო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლებაში. როგორც “გურია ნიუსთან” საუბრისას ერთ-ერთი ადგილობრივი ამბობს, ყაჭეიშვილების 2 სართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა.
“ზუსტად ვერ გეტყვით, ამბობენ, ცეცხლი ნაძვის ხეს გაუჩნდაო. დაივსო და დაიქცა ოჯახი. მთელი ცხოვრების ნაკოწიწევი, ალალი, პატიოსანი შრომით შექმნილი ოჯახი გაცამტვერდა ისე, რომ ვერფრის გადარჩენა ვერ მოახერხეს”, _ ამბობს ადგილობრივი მკვიდრი.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.































































