ამ წუთებში აქცია ოზურგეთში, „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარეობს.
ოფისთან მობილიზებულები არიან პოლიციელები.
„ქართული ოცნების“ ოფისთან ახლოს არის ჩვენი სამოქალაქო მოძრაობის _ „თავისუფლებისთვის“ ოფისი. არჩევნების შემდეგ გამოვფინეთ ბანერი წარწერით _ „რუსულმა ოცნებამ“ არჩევნები მოიპარა“, რისთვისაც დაგვაჯარიმეს.
ახლა კონკრეტულად არ დავიწყებ საუბარს, რა ეწერა იმ ტექსტში, რომელიც გამოგვიგზავნეს, თუმცა, ვიტყვი, რომ ვერ შეგვაშინებთ ასეთი ქცევებით.
ყველაფერს აკეთებენ, რომ რამე ჩრდილი არ მიადგეს ბიძინა ივანიშვილს“, _ აღნიშნა მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კუკა ბარამიძემ.
ამ წუთებში „ქართული ოცნების“ ოფისის წინ აქციის მონაწილეები სიტყვით გამოდიან.
აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან ისევ იმ ადგილს დაუბრუნდნენ, საიდნააც აქცია-მსვლელობა დაიწყო.
ამ წუთებისთვის აქცია დასრულებულია, თუმცა, როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კვლავ გამოვლნენ ქუჩაში და ისევ გააპროტესტებენ ხელისუფლების უკანონო გადაწყვეტილებებს.
ავტორი