ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ არსებულ მძიმე ვითარებაზე და მთლიანად ევროპისთვის, ბირთვულ საფრთხეზე საუბრობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში:
“ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე და მეზობელ რაიონებში რუსული კონტიგენტის ყოფნის ყოველი დღე იმდენად ზრდის ევროპისთვის რადიაციულ საფრთხეს, როგორც ეს არ ყოფილა ცივი ომის დროს დაპირისპირების პიკშიც კი.
უკრაინელი დიპლომატები და პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალმა სანქციებმა აუცილებლად დაბლოკოს რუსეთის ბირთვული ინდუსტრია.
ტერორისტული სახელმწიფოს აბსოლუტურად ყველა თანამდებობის პირი, ისევე როგორც ის, ვინც მათ ეხმარება ამ შანტაჟის ოპერაციაში ატომური ელექტროსადგურით, უნდა გაასამართლოს საერთაშორისო სასამართლომ.
ყველა რუსი ჯარისკაცი, რომელიც ან ესვრის ქარხანას ან ისვრის ქარხნის საფარქვეშ, უნდა გაიგოს, რომ ის ხდება ჩვენი დაზვერვისა და საიდუმლო სამსახურის, ჩვენი არმიის განსაკუთრებული სამიზნე” _ ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.
Amnesty International-ის ინფორმაციით, რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს სამხედრო ბაზად იყენებს. უკრაინის ხელისუფლების პირველი პირები მსოფლიოს აფრთხილებენ, რომ რუსეთი სადგურის აფეთქებაზეც კი წავა, რასაც ჩერნობილზე დიდი კატასტროფა მოჰყვება.