“მადლობა ღმერთს და თქვენ ჩემო მეგობრებო, არ ავჩქარდეთ, ჩემთვის ახალი არაფერია, ხუთი წელია ამას ვითხოვ!!!!
ყველაფერს მოგიყვებით დაწვრილებით!!!” | წერს ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში და პროკურატურის განცხადებას ეხმაურება.
დღეს პროკურატურამ განაცხადა, რომ ნიკო კვარაცხელიას საქმე გახსნილია. უწყების განცხადებით, მომხდარი ნიკოს მამაზე ე.წ. კანონიერ ქურდ გია კვარაცხელიაზე შურისძიებას უკავშირდებოდა. საქმეზე ბრალი წარედგინათ გურამ და დავით კაკულიებს, ასევე ზურაბ ჟვანიას შვილს – ბუსა ჟვანიას. ბუსა ჟვანიაზე ძებნა გამოცხადდა.

































































