მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ მაცხოვრის საკათედრო ტაძარში ლიტურგიის შემდეგ ქადაგებისას ყველა მორწმუნეს მოუწოდა რწმენის განმტკიცებისკენ და სულიერი მობილიზაციისკენ, რაც რუსეთის ყველა ძალის მობილიზაციას დაეხამრება და საბოლოო ჯამში რუსეთსა და უკრაინას “შეარიგებს”.
„დღეს ბევრი აჯანყდება რუსეთის წინააღმდეგ, ბევრს კი თავბრუ ეხვევა რუსეთის, მისი იდენტობის, მისი დამოუკიდებლობის, თავისუფლების განადგურების სურვილით და ამიტომ ჩვენ დღეს განსაკუთრებით უნდა გავძლიერდეთ რწმენაში. ჩვენ ვიცხოვრეთ თქვენთან ერთად. საბედისწერო ჟამამდე და საბედისწერო დროს უნდა განვაახლოთ რწმენა, გავამძაფროთ ცნობიერება და მეხსიერება, სხვანაირად შევხედოთ ბევრ რამეს, რასაც გუშინ ვუყურებდით ყოველგვარი ყურადღებისა და განსაკუთრებული მზრუნველობის გარეშე. და, აი, მაშინ ჩვენი სულიერი მობილიზაცია, რომლისკენაც მე ახლა ყველას მოვუწოდებ, ჩვენი სამშობლოს ყველა ძალის მობილიზაციასაც დაეხმარება და, ეჭვგარეშეა, ეს, ამავდროულად, საბოლოო ჯამში, დაეხმარება შერიგდნენ რუსეთი და უკრაინა, რომლებიც რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის საერთო სივრცეს წარმოადგენენ”, – განაცხადა პატრიარქმა.
ცნობისთვის, მანამდე პატრიარქმა კირილმა თქვა, რომ სამხედრო მოვალეობის დროს სიკვდილი ადამიანს ყველა ცოდვისგან წმენდს.
ავტორი