ვერძი
ვერძს არაფერი შეუშლის ხელს სურვილების ასრულებასა და მიზნების განხორციელებაში. ზოდიაქოს ეს ნიშანი რიგით პირველია და ამ ადგილს გარკვეული მიზეზების გამო იკავებს. ვერძს მარსი მართავს, ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ამბიციური, იმპულსური და გამორჩეული პიროვნებები არიან. მათი მთავარი თვისება ის არის, რომ ძლიერი შეგრძნებების გულისთვის ცხოვრობენ და არასოდეს არაფრის ეშინიათ!
სასწორი
სასწორებმა კარგად იციან, რომ მათი ცხოვრებისეული მისწრაფებები ექსტრავაგანტურია. ჰაერის ამ ნიშნის წარმომადგენლებს, რომლებსაც ვენერა მართავს, განწყობილნი არიან, ისეთივე მდიდრულ ცხოვრების წესს მისდიონ, გრანდიოზული მიზნებით, როგორებიც თავად არიან. ზოგჯერ შეცდომით მიაჩნიათ ისინი გაუბედავ ადამიანებად, თუმცა სიმართლე ისაა, რომ სასწორები ნამდვილი თავგადასავლების მაძიებელნი არიან. მათ ცხოვრებაში არ არსებობს მკაფიო საზღვრები. ეს მათ უფრო მოქნილებს ხდის მიზნების მისაღწევად.
მორიელი
მორიელები თავიანთი ბუნებით არ ღალატობენ საკუთარ პრინციპებს და თავიანთი იდეალების ერთგულნი რჩებიან, რაც არ უნდა მოხდეს. ამ ნიშნის წარმომადგენლები ტემპერამენტულები და ქარიზმატულები არიან, მათ შეუძლიათ, ირგვლივ მყოფები სხვადასხვა იდეით აანთონ. იმდენად, რამდენადაც მორიელის ზოდიაქოს ნიშანს მარსი და პლუტონი მართავს, მორიელები ყოველთვის დიდ ძალისხმევას სწევენ და მთელ ენერგიას იყენებენ მიზნის მისაღწევად. ისინი მზად არიან, გაიღონ მსხვერპლი, მოერგონ ნებისმიერ გარემოებას მხოლოდ იმისთვის, რომ მიიღონ ის, რაც სურთ.
თხის რქა
თხის რქებს სატურნი მართავს, პლანეტა, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშნის შრომისმოყვარე წევრებს ცხოვრებისადმი მკაცრი მიდგომისკენ უბიძგებს. გარკვეული სიცივე, სიმკაცრე და უემოციობა მათ საშუალებას აძლევს, გააკონტროლონ ყველაფერი, რაც გარშემო ხდება. მათთვის დამახასიათებელია მოქმედება საღ აზრსა და პრაქტიკულ მიდგომაზე დაყრდნობით. უფრო მეტიც, თხის რქებს წარმატებისა და მუშაობის მეათე სახლი მართავს და აძლევს ამ ამბიციურ ადამიანებს მიზანს, რომელსაც აუცილებლად უნდა მიაღწიონ. ლიდერობა და ამბიცია მათ დაბადებიდანვე სისხლში აქვთ.
































































