როგორც აღმოჩნდა მეტ-ნაკლებად უჭირთ გარშემო მყოფებს მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება და კომუნიკაცია. გამოკითხულთა 56% აღიარა, რომ მორიელთან ურთიერთობაში საჭიროა სიტყვების შერჩევა და გარკვეული დისტანციის დაცვა საიმისოდ, რომ ეს უკანასკნელი მტრად არ გადაიკიდოთ.
შედარებით მეტი ადამიანი მიიჩნევს საკმაოდ აუტანელი ხასიათის ადამიანებად კირჩხიბებს – 80%.გამოკითხულების აზრით, კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთან ურთიერთობაში საჭიროა მუდმივი რევერანსები, იმიტომ რომ ვერ გაიგებ როდის რა სწყინს. ამასთან ერთად, იგი საკმაოდ ბუტია და წყენიაა. ახასიათებს შურისმაძიებლობა და სამაგიეროს გადახდის სურვილი.



































































