ვერძი
მართალია, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მამრები, ერთი შეხედვით, გამოუსწორებელი მექალთანის ან მაჩოს შთაბეჭდილებას ტოვებენ, მაგრამ დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ მანამ, სანამ თქვენ მას ნამდვილად შეუყვარდებით. ვერძი ბუნებით ერთგულია, განურჩევლად იმისა, როგორი გარეგნობით დააჯილდოვა იგი ღმერთმა. ამასთან ერთად, ეს მამაკაცი საშინლად ბავშვური, იდეალისტი და ეგოისტია. შესაბამისად, მისთვის საინტერესო ქალი თუ შეძლებს, ხანგრძლივი დროის მანძილზე შეინარჩუნოს იდუმალება და იყოს მუდმივად საინტერესო მისთვის, ვერძი არასოდეს გაცვლის სხვაზე მას.
კურო
მამაკაცი – კურო სტაბილურობის მოყვარული ადამიანია. მართალია, როგორც ყველა მამრს, ლამაზმანებისკენ თვალი ხანდახან მასაც გაურბის, მაგრამ კუროს აქვს ერთი დიდი სისუსტე, რომელიც მის პირად ცხოვრებასა და სასიყვარულო ურთიერთობაზეც აისახება. საქმე იმაშია, რომ იგი ძალიან ძნელად ეგუება სიახლეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეჩვეული ჭირი ურჩევნია შეუჩვეველ ლხინს. ამიტომ, ძვირფასო მანდილოსნებო, თუ იმდენს შეძლებთ, რომ ამ კაცს თავი შეაყვაროთ (რაც საკმაოდ ძნელი, რთული და ხანგრძლივი პროცესია), მისი მხრიდან ღალატის შიში ნაკლებად უნდა გქონდეთ. ბოჩოლებს მშობლიური მდელო ურჩევნიათ აუთვისებელ იალაღებს.






































































