კარგა ხანს კამათობდნენ იმის დასადგენად, მსოფლიოს უგრძესი მდინარე ისევ ნილოსია თუ ამაზონი.
ბრაზილიელი და პერუელი მკვლევრების მონაცემებით, ამაზონის სიგრძე, მის სათავესთან აღმოჩენილი ახალი შენაკადის გათვალისწინებით, 6 992 კმ-ია.
საბოლოოდ გადაწყდა, რომ მდინარის სიგრძის დასადგენად მხედველობაში მიიღება მხოლოდ მდინარის უწყვეტი კალაპოტი და არა დროებითი შენაკადები, კალაპოტის დაჭაობებული მონაკვეთები, არასტაბილური ტბები და ა.შ. საბოლოოდ, ნილოსმა პირველობა შეინარჩუნა.
- ნილოსი (6 695 კმ) “რეკორდსმენია” არა მხოლოდ სიგრძით, არამედ იმ ქვეყნების რაოდენობითაც, რომელთაც კვეთს. ასეთი კი აფრიკის 10 ქვეყანაა: სუდანი, სამხრეთი სუდანი, ბურუნდი, რუანდა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ტანზანია, კენია, ეთიოპია, უგანდა და ეგვიპტე.
- ამაზონი პერუს ანდებში იწყება და ბრაზილიაში ატლანტის ოკეანეში ჩაედინება. მისი სიგრძე ცვალებადია – 6 260-დან 6 600 კმ-მდე. ამჟამად მის სიგრძედ მიჩნეულია 6 516 კმ.
- იანძი აზიის კონტინენტზე უგრძესი მდინარეა, მისი სიგრძე 6 380 კმ-ია.
- მისისიპი ჩრდილოეთ ამერიკის მდინარეთა ყველაზე დიდი სისტემის მთავარი მდინარეა. სიგრძე მთავარ შენაკად მისურისთან ერთად 6 275 კმ-ია.
- ენისეი ციმბირში ქმნის მდინარეთა ყველაზე დიდ სისტემას, რომელიც ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში ჩაედინება. მისი სიგრძე მთავარ შენაკად ანგარასთან ერთად 5 539 კმ-ია.
ავტორი