ტყუპი
მისი მოქნილი გონება პირდაპირ გათვლილია სხვადასხვა ტიპის სარეკლამო ტრუკების მოფიქრება-განხორციელებაზე. იგი შეგიძლიათ დაასაქმოთ სოციალური მედიის მართვის ჯგუფში, მარკეტინგის განყოფილებაში. მიანდოთ საქმე, რომელიც გაყიდვების ზრდის თემას ეხება. ყველაფერი, სადაც საუბარი ინფორმაციის მიღება-გაცემა-გადაცემაა საჭირო ტყუპის თემაა.
მშვილდოსანი
მმართველი პლანეტა იუპიტერი მშვილდოსანს მასშტაბურად აზროვნების გასაოცარ უნარს ანიჭებს. იგი შინაგანად “მასხარაა”, ამიტომ ყოველთვის აქვს მოთხოვნილება ცხოვრება დიდ ცირკად გადააქციოს. შესაბამისად, თუკი თქვენ მშვილდოსანს ქუჩის აქციების, მასობრივი”ფლეშ მობის” ან რაიმე მასშტაბური სარეკლამო კამპანიის ორგანიზებას ანდობთ, მერწმუნეთ, შედეგით კმაყოფილი დარჩებით.

































































