ცოტა ხნის წინ ჟურნალმა People-მა ყველაზე ლამაზი ქალების ვინაობა გამოაქვეყნა.
საპატიო სიას სათავეში მომღერალი ბეიონსე ჩაუდგა.
ბეიონსეს გარდა, რეიტინგში მოხვედრილმა სხვა ქალბატონებმაც გააკეთეს კომენტარი.
ერთ-ერთი ლილი კოლინზი გახლავთ, რომელმაც აღიარა, რომ ადრე თავისი ხშირი და დიდი წარბები ძალიან აწუხებდა, მაგრამ ახლა სხვაგვარად ფიქრობს. მსახიობს მიაჩნია, რომ უცნაური თავისებურებები ადამიანებს ერთმანეთისგან გამოარჩევს და უფრო მომხიბვლელს ხდის.
ყველაზე ლამაზი ქალების სიაში აგრეთვე შარლიზ ტერონი, კეიტ მიდლტონი, მიშელ უილიამსი და სოფია ვერგარა შევიდნენ.
ავტორი