ცოტა ხნის წინ ასტრონომები აკვირდებოდნენ აფეთქებას შორეულ, ჯუჯა გალაქტიკაში. ეს იყო ზეახალი ვარსკვლავის აფეთქება, რომელსაც ზემასიური ვარსკვლავის დაღუპვა მოჰყვა.
როგორც ისრაელის ვაიცმანის სახელობის ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელმა ავიშაი გალ–იამამ განაცხადა, დაღუპული ვარსკვლავის მასა 200-ჯერ აღემატებოდა მზის მასას. დიდი ხანია, ასეთი პროცესები ცნობილია და აღწერილია თეორიულად, მაგრამ სწავლულებმა ეს მოვლენა პირველად ნახეს.
საქმე ისაა, რომ ვარსკვლავები, რომელთა საწყისი მასა 100-დან 140-მდე მზის მასის ტოლია, არსებობას, ჩვეულებრივ, ზეახლების აფეთქებით ამთავრებენ. მათ ბირთვებში წყალბადის რესურსების ამოწურვის შემდეგ, გრავიტაციის მოქმედებით ფორმირდება ზემკვრივი ობიექტი, ნეიტრონული ვარსკვლავი ან შავი ხვრელი. მას თან ახლავს გრავიტაციული ენერგიის მკვეთრი ამოფრქვევა და ზეახალის აფეთქება, თუ ზეახალი ვარსკვლავის შემადგენლობაში არ შედის მძიმე ელემენტები, ისეთები, როგორიც მეტალებია.
აქამდე ყველაზე მძიმე ვარსკვლავად ითვლებოდა ჩვენი გალაქტიკის ცენტრთან ახლოს მდებარე, 114 მზის მასის მქონე ვარსკვლავი.