კირჩხიბი
მისთვის ოჯახის კულტი ამქვეყნად ყველასა და ყველაფერზე მაღლა დგას. ამიტომ იშვიათად ანგრევს ოჯახს თუნდაც მამაკაცის მხრიდან ღალატის გამო. მართალია, საშინლად ეჭვიანი, სენსიტიური და განცდიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ გულისტკენა მეორე ნახევრის მხრიდან დიდხანს ახსოვს, მაგრამ ოჯახს გარეთ მაინც არ გაიტანს პირად პრობლემებს და მით უმეტეს, არავის გაახარებს ამ ფაქტის გამო. ხშირად სწირავს ოჯახის ინტერესებს საკუთარ პროფესიულ ან პიროვნულ მისწრაფებებს. თუმცა, მიაჩნია, რომ ამ მხრივ ნებისმიერი მსხვერპლი გამართლებულია.
სასწორი
ძალიან რბილი და ლოიალურია, როგორც მეორე ნახევარი. მაქსიმალურად ცდილობს, ოჯახური კონფლიქტები და ხმაური ყოველთვის აიცილოს თავიდან. ამიტომ ისტერიკებს არასოდეს გაუმართავს კაცს, თუნდაც ამ უკანასკნელმა თავს ცოტაოდენი „ცუღლუტობის“ უფლება მისცეს. იგი ბრძნულად ეკიდება სირთულეებს ოჯახში, ამიტომ ყოველთვის აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მოითმინოს და უკეთეს მომავალზე იოცნებოს. მას პატივს სცემენ მამაკაცები ზუსტად ამ გამგებიანი ხასიათის და დიპლომატიურობის გამო.
ავტორი