ივნისი, საქმიანი ურთიერთობების პარალელურად, გართობის, დიდი შეკრებების, არდადეგების, ახალი ფილმების ნახვისა და დროის სასიამოვნოდ გატარების პერიოდია.
ასტროლოგების თქმით, ეს თვითგანვითარებისათვის საუკეთესო დროა. ენერგიის მომატებასა და დიდ მოტივაციას იგრძნობთ და შეძლებთ ის საქმეები გააკეთოთ, რაც სულ გინდოდა და არ გამოგდიოდათ, ან ვერ ახერხებდით და ძალა არ გყოფნიდათ. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ ივნისში ემოციური არასტაბილურობაა მოსალოდნელი. გარკვეული დღეების განმავლობაში შესაძლოა, კონფლიქტური სიტუაციები შეგექმნათ, ვერ შეძლოთ ეფექტური კომუნიკაცია და ადამიანებთან ურთიერთობაც გაგირთულდეთ.
ამიტომაც, ასტროლოგები ივნისის თვისთვის ყველაზე მნიშვნელოვან თარიღებს ასახელებენ, რა დროსაც შედარებით ყურადღებით უნდა იყოთ:
- კლებადი მთვარე – 5 ივნისიდან 17 ივნისამდე
- ახალი მთვარე – 18 ივნისი
- მზარდი მთვარე – 19 ივნისიდან 30 ივნისამდე
სავსე მთვარის დროს ადამიანებს სწავლის, შემეცნებისა და აზროვნების უნარები კიდევ უფრო მეტად უაქტიურდებათ. ამიტომაც, შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ. თუ დიდი ხანია, რომელიმე ტრენინგზე, მასტერკლასზე დასწრება გინდოდათ, ამ დღეს დარეგისტრირდით. წარმატების გაცილებით მეტი შანსია. შეცვალეთ კვებითი ჩვევები, დაიწყეთ ვარჯიში. ასევე, შეგიძლიათ, ბოლომდე მიიყვანოთ ის საქმე, რაც დასასრულებელი გქონდათ. ამ დღეს მოტივაციასა და შემართებას იგრძნობთ.
ახალი მთვარე კი ტყუპების ნიშანში იქნება. შესაძლოა, ამ დღეს მოგინდეთ, რომ ყველა საქმე უგულებელყოთ, დაკისრებული ვალდებულებები არ შეასრულოთ. არ არის გამორიცხული, ამის გამო კონფლიქტი შეგექმნათ. ამავდროულად, ახალი მთვარის დროს ემოციური ფონიც მომატებულია, ამიტომაც შეეცადეთ, ეს დღე მშვიდად გაატაროთ.