კირჩხიბი
კირჩხიბის ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცი ხშირად განსაკუთრებული ყურადღებით გამოირჩევა და ზრუნვითა და სიყვარულით შემგამკობთ. სამსახურში დაგირეკავთ და გკითხავთ, ჭამეთ თუ არა, ან შეგახსენებთ, რომ სახლიდან გასვლისას ქუდი დაიხუროთ. სიყვარული მისთვის არის რაღაც მშობლიური და ახლო ბავშვობიდან, რომელსაც დედისა და ბებიისგან გრძნობდა. გარდა ამისა, მას გემრიერი კერძების მომზადებაც შეუძლია. იმისათვის, რომ ოჯახში ჰარმონია შეინარჩუნოთ, თქვენც უნდა გამოხატოთ სითბო და მხარი დაუჭიროთ მის იდეებს.
მორიელი
ამ კაცთან ერთად შეგიძლიათ საიდუმლო ფანტაზიების ყველაზე ბოლო წერტილამდე ჩაყვინთოთ. მას თუ შეუყვარდით, მთლიანად მოგიძღვნით თავს. მორიელი მამაკაცი შეიძლება იყოს ეჭვიანი, მაგრამ მასთან ერთად შეძლებთ, იცხოვროთ ემოციებისა და გრძნობების მოზღვავებით: სინაზიდან ვნებამდე. მასთან ერთად გექნებათ მრავალფეროვანი სექსუალური ცხოვრება და თუ თქვენ ერთგულ და საიმედო პარტნიორად დარჩებით, მაშინ ის იმედს არასდროს გაგიცრუებთ.
თევზები
ის ნამდვილი რომანტიკოსია და მზადაა საწოლში მარწყვი და შამპანური მოგართვათ, გიმღეროთ გიტარით სასიყვარულო სიმღერები. გაციების დროს ხალხური საშუალებებით გიმკურნალოთ, გამოიჩინოს წარმოუდგენელი სითბო და მზრუნველობა. ასევე, ესმის თქვენი ყველა სურვილის. ამიტომაც, თუ გსურთ, რომ თევზის ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცი მოხიბლოთ, უბრალოდ აჩვენეთ, რომ თქვენც გჭირდებათ და გიყვართ.
ავტორი