სოფელ გურიანთის #60 საარჩევნო უბანზე ამ დროისთვის სიმშვიდეა. როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გელა გობრონიძემ “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, ამ დროისთვის უბანზე გამოცხადდა 225 ამომრჩეველი.
“ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი საარჩევნო უბანი. უბანზე სულ რეგისტრირებულია 681 ამომრჩეველი, რომელთაგან ხმა უკვე მისცა 225-მა.
მზიანი ამინდია, სოფელში საქმეა და ამომრჩეველთა უფრო მაღალ აქტივობას ველოდებით დღის მეორე ნახევარში”, _ გვითხრა გობრონიძემ.
[sexy_author_bio]