ბოლოდროინდელი სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს რომ, მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ მუზეუმად კვლავ პარიზის „ლუვრი“ რჩება.
მიმდინარე წელს მისი დარბაზები უკვე 8,5 მილიონმა ადამიანმა მოინახულა. დამთვალიერებელთა ეს რაოდენობა უკვე მესამე წელია ფიქსირდება.
პარიზის ლუვრი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძველ მუზეუმად ითვლება. იქ თავმოყრილია მხატვრულ-ისტორიული შედევრების და ნამუშევრების უმდიდრესი კოლექცია.
მუზეუმში უამრავი ისეთი ნამუშევარია, რომლებიც კაცობრიობის საგანძურად ითვლება. თუმცა, ლუვრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ექსპოზიციას ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზა“ წარმოადგენს და შესაბამისად, ყველაზე მეტი მნახველიც ამ ნახატს ჰყავს.
ავტორი