„თორმეტი სკამი“ 1976 წ. (რეჟ. მარკ ზახაროვი)
1976 წ. რეჟისორმა და სცენარის ავტორმა მარკ ზახაროვმა, ოთხსერიანი სერიალი გადაიღო. საერთო ჯამში ეს ცნობილი რომანის, უკვე რიგით, მეთხუთმეტე ეკრანიზაცია გახლდათ.
„შეხვედრის ადგილი უცვლელია“ 1979 წ. (რეჟ. სტანისლავ გავარუხინი)
ეს 5 სერიანი დეტექტიური ჟანრის ფილმი, მაყურებლის რაოდენობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საბჭოთა კავშირში ყველაზე რეიტინგული იყო. საინტერესოა რომ ფილმს, ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, არცერთი პრიზი, ან ჯილდო არ მიუღია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ვ. ვისოცკის, ფილმში შესრულებული მთავარი როლისთვის, სახელმწიფო პრემია, მხოლოდ სიკვდილის შემდეგ გადაეცა.
„გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება“ 1973 წ. (რეჟ. ტატიანა ლიოზონოვა)
საომარი თემატიკის ტელესერიალი გადაღებულია იულიან სემიონოვის ამავე დასახელების რომანის მიხედვით. ფილმის სიუჟეტის საფუძველს საბჭოთა მზვერავის ისტორია უდევს, რომელიც ნაცისტური გერმანიის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონში იყო ჩანერგილი. სერიალი საბჭოთა მაყურებელს პირველივე ჩვენებისას მოეწონა. ის ტელეეთერში ორი თვის შემდეგ გაიმეორეს და მაყურებლის რიცხვი არანაკლები იყო, პირიქით, გაიზარდა კიდეც.