ყველაზე ქუდბედიანად ასტროლოგები მშვილდოსნებს მოიაზრებენ – ზოდიაქოს ამ ნიშანს პლანეტა იუპიტერი მფარველობს, რომელიც თავის მხრივ, იღბლის, კეთილდღეობისა და „დიდი სიხარულის“ პლანეტაა.
ამიტომ გასაკვირი არ გახლავთ ის ფაქტი, თუ რატომ უმართლებთ მშვილდოსნებს ცხოვრებაში სხვებზე უფრო მეტად. თუმცა მარტოოდენ იუპიტერში როდია საქმე.
თავად ეს ადამიანები არიან ბუნებით ოპტიმისტები, ხალისიანები, გულუხვები და კეთილები. მშვილდოსანი მეგობრული და კეთილგანწყობილია. ის მუდამ საზოგადოების სული და გულია, არასოდეს წვრილმანდება ხოლმე და ალალად მიიჩქარის დაჩაგრულების ან შეჭირვებულების დასახმარებლად.
მაშინაც კი, როცა ამისთვის საკუთარი საქმეების გადადება უწევს. შესაბამისად, სამყარო უკან, ბუმერანგული პრინციპით უბრუნებს მშვილდოსანს გაცემულ სიკეთეს.
ავტორი