ტყუპი
კომუნიკაციური, ყველაზე მოლაპარაკე და აქტიური ნიშანია. ტყუპს, უბრალოდ, არ შეუძლია ინფორმაციულ ვაკუუმში გაძლება. შესაბამისად, ჭორაობა და სხვადასხვა ამბის მიღება-გავრცელება მისი საყვარელი საქმიანობაა ყოველთვის. თუმცა ჭორების გავრცელებაზე მეტად მას ინფორმაციის გავრცელება და გაცვლა-გამოცვლა მოსწონს. ამიტომ თუკი არის კიდეც ენაჭარტალა ტყუპი, მის ამ საქციელს იშვიათად უდევს საფუძვლად ბოროტი განზრახვა, ის, უბრალოდ, ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც მოიპოვა.
მშვილდოსანი
გული ბოროტი არც მშვილდოსანს აქვს, მეტიც – იგი მუდამ ორიენტირებულია სიკეთის კეთებაზე და უყვარს ადამიანების დახმარება, მაგრამ პრობლემას ქმნის მისი ხასიათის თვისება – ყოველთვის დაუფიქრებლად თქვას ის, რასაც ფიქრობს. ამის გამო კი მას ხშირად უტაქტობაში ადანაშაულებენ. მშვილდოსანს არ უყვარს ჭორების გავრცელება, თუმცა, თუკი მას რაიმე სახის ინფორმაცია ანდეთ, შესაძლოა, კარგ ხასიათზე მყოფმა უბრალოდ “წამოროშოს” სამეგობრო წრეში, ეს წრე კი, მერწმუნეთ, საკმაოდ დიდი და მრავალრიცხოვანი ჰყავთ მშვილდოსნებს.
ავტორი