კურო
ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები, როგორც წესი, ტანსრული აღნაგობის არიან და ხშირად სხეულის ფუმფულა ფორმებითაც გამოირჩევიან სხვებისგან. პრობლემა კურო ქალის უგემოვნობისა შესაძლოა მდგომარეობდეს იმაში, რომ იგი ხშირად ვერ აფასებს ობიექტურად საკუთარ გაბარიტებს და სამოსს, რომელიც მოდურად ითვლება, აბსოლუტურად შეუსაბამოდ იცმევს. ქალი კუროს კიდევ ერთი ნაკლი არის ის, რომ მას ძალიან უყვარს დიდი ზომის, მასიური აქსესუარების ტარება, რის გამოც მისი წარმოსადეგი აღნაგობა კიდევ უფრო „მასშტაბური“ და მძიმე ხდება. აქედან გამომდინარე, იგი ხშირად ტოვებს უხვად დახუნძლული უზარმაზარი, საშობაო ნაძვის ხის შთაბეჭდილებას, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ ბრენდული სამოსითაა შემოსილი მაინც უგემოვნოდ აცვია.
მორიელი
ამ ქალის ძირითადი პრობლემა მის ჰიპერ-სექსუალურობასა და მამაკაცური ენერგეტიკის სიჭარბეში მდგომარეობს. რა თქმა უნდა, დახვეწილი, გლამურული და მოდური მორიელებიც ბლომად გვხვდებიან ბუნებაში, მაგრამ მორიელი ქალების დიდი ნაწილი მაინც ვულგარულობამდე დასული, ზედმეტად სექსუალური სამოსის ან პირიქით მამაკაცური სტილისთვის უპირატესობის მინიჭების გამო ხვდება უგემოვნო ადამიანების რიცხვში. ქალი მორიელი მართლაც გადაჭარბებულად ფლობს ხასიათში მამაკაცურ თვისებებს, რაც ხშირად მის იმიჯსა და ჩაცმის სტილზეც აისახება. მეტალის სამკაული, უხეში ბათინკები, კომუფლაჟირებული სამოსი, ან უმაკიაჟო, მინიმალისტური იმიჯი მარტოოდენ პიჯაკისა და მკაცრი ქვედაბოლოს თანხლებით ხშირად წარმოაჩენს ამ ქალს ვიზუალურად არამიმზიდველად. თუმცა, საკმარისია, მან თუნდაც მკვეთრი, წითელი ფერის პომადა დაუმატოს აბსოლუტურად სადა იმიჯს, რომ ერთი შეხედვით უფერული ინდივიდიდან, სექსუალურ და მაცდურ ქალად იქცეს. აქედან გამომდინარე, ასტროლოგები ურჩევენ ქალ მორიელს საკუთარ გარედერობში (და ხასიათშიც) მეტი ქალური შტრიხების შეტანას.
[sexy_author_bio]