რუსთავის აზოტის თანამშრომელი, რომელმაც შემთხვევით ქიმიური ნივთიერება დალია, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტს კლინიკა “რუსთავში” ადასტურებენ, სადაც 55 წლამდე კაცი 4 დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.
შეგახსენებთ, რომ კაცს სამსახურში ყოფნის დროს ქიმიური ნივთიერება წყალში აერია და დალია.