გერმანიის პოლიციამ ირანის მოქალაქე დააკავა. მას ბრალად ედება ქიმიური ტერაქტის დაგეგმვა.
როგორც ცნობილია, 32 წლის მამაკაცი დასავლეთის ქალაქ კასტროპ-რაუქსელში მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციის სპეცრაზმი მის სახლში შეიჭრა.
პოლიციის თანამშრომლებმა და ექსპერტებმა, რომლებსაც დამცავი ტანსაცმელი ეცვათ, ეჭვმიტანილის სახლი მტკიცებულებების ამოსაღებად გაჩხრიკეს. ოპერაციის დროს კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს.