ყირიმში უფრო მეტი სამხედრო ძალაა ვიდრე უკრაინაში. აღნიშნული განცხადება ყირიმის დე ფაქტო ხელმძღვანელმა, აქსიონოვმა გააკეთა.
„ყირიმის მოსახლეობის უსაფრთხოება სრულად არის დაცული. ყირიმი გადაიქცა მიუდგომელ ციხედ, ამიტომ ყველას შეუძლია მშვიდად იძინოს“,_განაცხადა მან.
მისი თქმით, ნახევარკუნძულზე განლაგებულია თანამედროვე იარაღით აღჭურვილი ძლიერი სამხედრო ჯგუფი, შავი ზღვის ფლოტის ხომალდები, საჰაერო და საზღვაო დაცვის თანამედროვე კომპლექსები, რადიოელექტრონული ბროლის სისტემები.
ცნობისთვის, რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს გაახორციელა.