ყირიმში ქერჩში მდებარე პოლიტექნიკურ უნივერსიტეტზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა.
მომხდარის გამო ყირიმში ხელისუფლებამ 3 დღიანი გლოვა გამოაცხადა.
დატრიალებულ ტრაგედიას საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ეხმაურება და უკრაინელ ხალხს უსამძიმრებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ უკრაინაში, კერძოდ კი ყირიმში პოლიტექნიკურ კოლეჯში მომხდარი აფეთქების გამო, რომელსაც ადამიანების, მათ შორის, მოზარდების სიცოცხლე შეეწირა. ამ განსაცდელის ჟამს, მტკიცე თანადგომას ვუცხადებ უკრაინელ ხალხს და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს“, _ აცხადებს მარგველაშვილი.
BBC-ის ინფორმაციით, მომხდარში დამნაშავე რუსეთის მოქალაქე ვლადისლავ როსლიკოვია.
გავრცელებული ცნობით, კოლეჯის კაფეტერიაში ბომბი აფეთქდა, რის შემდეგაც, თავდამსხმელმა ხალხს სროლა დაუწყო, შემდეგ კი კოლეჯის ბიბლიოთეკაში თავი მოიკლა.
ამ დროისთვის დანაშაულის ჩადენის მოტივი უცნობია.