რუსთავში ქმარმა ცოლს სცემა. ამის შესახებ ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მარჯანიშვილის ქუჩაზე, 30 წლამდე ქმარსა და ცოლს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. კამათი ჩხუბში გადაიზარდა რა დროსაც მამაკაცმა ქალს მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა სამართალდამცავებისთვის. ადგილზე მისულმა პოლიციამ მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავა.