ქმარმა ცოლს სცემა. შემთხვევა რუსთავში მოხდა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, თბილისის ქუჩის მიმდებარედ, ერთერთ საცხოვრებელ სახლში ცოლსა და ქმარს შორის კამათი სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო და ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა.
მამაკაცმა ქალს სცემა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა პოლიციისთვის. სამართალდამცავებმა 50 წლამდე მამაკაცი ადგილზე დააკავეს.