ქობულეთში, სოფელ გვარაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ბავშვი და 51 წლის ქალი დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა ავტობანის ასასვლელთან.
„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ერთმანეთს „მერსედესისა“ და „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილები შეეჯახა.
შეჯახების შედეგად დაშავებული პირები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ქობულეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. კლინიკაში მათ უტარდებათ პირველადი გადაუდებელი დახმარება, ასევე მაგნიტო-რეზონანსული კვლევები.
დაშავებულებს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ და მათი მდგომარეობის შეფასება ამ ეტაპზე მიმდინარეობს.
ჩვენი ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის ავტომობილის მძღოლი, რომელმაც შეჯახება მოახდინა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამ დროისთვის გზის სავალი ნაწილი ნაწილობრივ გადაკეტილია, ხოლო პოლიციელები მომხდარზე გამოძიებას აწარმოებენ.

































































