ქობულეთში, ზღვაში დაკარგული გოგოს ცხედარი იპოვეს. ის 22 თებერვალს გაუჩინარდა.
TV 25-ის ინფორმაციით, ქალი ბელარუსის მოქალაქე იყო და ის ზღვაში ძაღლის გადასარჩენად შევიდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი მეგობართან ერთად ზღვაში შევიდა, უკან გამოსვლა კი ვერ შეძლო.
მასთან ერთად მყოფი მეორე პირი ქობულეთის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.