წელს, ირლანდიაში ყოველწლიური ფესტივალი “ვექსფორდის საოპერო ფესტივალი” ონლაინ გაიმართა, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან 25-მა მომღერალმა მიიღო მონაწილეობა. თბილისიდან ფესტივალში სოფიო გორდელაძე ჩაერთო. მისმა შესრულებამ დიდი მოწონება დაიმსახურა.
“ყოჩაღ! ყოველმხრივ სრულყოფილი იყო ეს შესრულება“ – ასე შეაფასეს „ვექსფორდის საოპერო ფესტივალის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა ქალბატონ როზეტა კუკიმ და ირლანდიის საზოგადოებრივი რადიოს კულტურის გამყოფილების წამყვანმა მარტი უელანსმამ სოფიოს შესრულება.
სოფიო გორდელაძე: ირლანდიაში არის ასეთი ფესტივალი “ვექსფორდის საოპერო ფესტივალი”, სადაც მე უკვე ერთხელ ვიმღერე და წელს ისევ უნდა მემღერა, მაგრამ კორონას გამო გადაიდო მთელი ფესტივალი მომავალ წლამდე. ამიტომ წელს ჩატარდა ონლაინ გალა კონცერტი, რომელშიც ვმონაწილეობდით საოპერო ვარსკვლავები მთელი მსოფლიოდან, ვისაც სხვადასხვა დროს გვიმღერია ვექსფორდში. მათ შორის იყვნენ ხუან დიეგო ფლორესი, ერმონელა იაჰო, ნიკოლა ალაიმო, დანიელა ბარჩელონა, რობერტო დე კანდია და სხვები.
ეს გალა კონცერტი გადმოიცა ირლანდიის ნაციონალური ტელე და რადიო მაუწყებლის პირდაპირ ეთერში პარასკევს, 16 ოქტომბერს. კონცერტი მიყავდათ ვექსფორდის საოპერო ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელს , ქალბატონ როზეტა კუკის და ირლანდიის საზოგადოებრივი რადიოს კულტურის გამყოფილების წამყვანს მარტი უელანს.“ – გვითხრა სოფიო გორდელაძემ.
სოფიო გორდელაძე არის ბერნის საოპერო თეატრის, გენუის კარლო ფელიჩეს თეატრის, ლისაბონის საო კარლოსის საოპერო თეატრის, ტიროლის საერთაშორისო ფესტივალის და ზალცბურგის საოპერო თეატრის ოპერის მომღერალი
.