სკოლებში, საკლასო ოთახებში უპატრონოდ მიტოვებული ქოთნის ყვავილები შველას ითხოვს. ამის შესახებ დღეს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა ქალბატონმა, ნათია ნიკურაძემ.
ცნობისთვის, ყოფილი პედაგოგი დღეს საოჯახო საქმეებს საუკეთესოდ უთავსებს ქოთნის ყვავილების მოვლა-გამრავლებას.
ნათია ნიკურაძემ თავისი პოსტით დღეს ბევრი იმ პედაგოგის სათქმელი გააჟღერა, რომლებიც პანდემიასთან ერთად, სკოლაში ბედისანაბარად დატოვებული ქოთნის ყვავილებსაც გულით დარდობენ.
„ბევრი ვიფიქრე მეთქვა თუ არა. ვიცი, რასაც ვწერ, ღიმილიც მოჰყვება და ქილიკიც, მაგრამ არა უშავს.
ცუდი, უფრო სწორად, რომ ვთქვათ მძიმე პერიოდი გვიდგას, უფრო მნიშვნელოვანი საკითხები, საქმეებია მოსაგვარებელი, რომელიც ღვთის შეწევნით მოგვარდება.
ვრჩებით სახლებში. ისე მოვიდა გაზაფხული ჩემი წელიწადის უსაყვარლესი დრო, რომ ვერ ვტკბებით მისი სურნელით.
ვინც მიცნობს იცის ჩემი სიყვარული მცენარეების, ბუნების მიმართ. მაშინ, როდესაც ათასი საფიქრალი მაქვს, როგორც თითოეულ ჩემს მეგობარს და ახლობელს,მაინც არ მტოვებს ყვავილებზე ფიქრი როგორც მარტოდ დარჩენილ სულიერებზე, რომელთაც სწყურიათჩვეულებრივად.
ულამაზესი ყვავილები დამრჩა საკლასო ოთახში, რომელსაც ვერ მოვრწყავო წუხდა ჩემი მეგობარი, მე როდის მივალ და მანამდე მოკვდება მოურწყავიო. წუხდა ძალიან, რა ეშველებათო.
ჩემო საყვარელო მეგობრებო, აქ რომ მყავხართ და ძალიან მიყვარხართ არ ვწერ თქვენ სახელებს ისედაც მიხვდებით. განათლების დედოფლებო სიტყვაც რომ გეთქმით, დავალებას თუ რაც გინდათ დავარქვათ, თხოვნას თქვენგან აუცილებლად მოისმენენ და შეასრულებენ კიდეც. იქნებ მივაწვდინით ხმა სკოლის მესვეურებს, რომ მოაგვარონ ეს თითქოსდა არაფერში ჩასათვლელი საქმე ამ ეტაპზე. ვიღაც აუცილებლად დადის სკოლებში, ბაღებში, სამსახურებში, იქნება გააკეთოს კეთილი საქმე და მორწყას მოწყურებული, ვინ იცის, როდემდე მიტოვებული ყვავილები.
მაქვს თქვენი გულისხმიერების იმედი, გავაკეთოთ კეთილი საქმე. შევასრულოთ ჩვენი ტკბილი პატრიარქის კურთხევა ყვავილების მოვლაზე და ბუნების სიყვარულზე.
შეიძლება, ძალიან მარტივად ჩანს ეს ყველაფერი, ჩემი ნაცოდვილარი თხოვნა, მაგრამ ხომ ვიცით ისეთი დროა დამდგარი, როდესაც იდეებით ვამხვნევებთ და ვეხმარებით ერთმანეთს“,_ წერს სოციალურ ქსელში ნიკურაძე.