ყოფილი თანაკლასელების დაჭრისთვის დაკავებულ მოზარდს, სავარუდოდ, ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ, რის შემდეგაც სასამართლო აღკვეთი ღონისძების შესახებ იმსჯელებს.
ადვოკატის ინფორმაციით, მის დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრას ის დილიდან გეგმავს. ირმა ჭკადუას თქმით, სამართალდამცველებს ადგილი, სადაც არასრულწლოვანმა დანაშაულის ჩადენის იარაღი გადააგდო, თავად ბრალდებულმა უჩვენა.
წითელ ბაღში მომხდარი სისხლიანი გარჩევა ორი დღის წინ მოხდა, მიზეზი სკოლის ბანკეტი გახდა.