საქართველოს ყოფილმა ელჩმა დანიასა და ისლანდიაში გიგი გიგიაძემ საგარეო საქმეთა სამინისტრო დატოვა და მუშაობას ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრში (EPRC) აგრძელებს. ამის შესახებ დიპლომატი სტატუსს facebook-ზე აქვეყნებს.
ცნობისთვის, გიგი გიგიაძე პირველი დიპლომატი იყო დიპლომატებს შორის, რომელმაც ხმამაღლა გამოუცხადა მხარდაჭერა კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას.
გიგი გეგიაძეს, დანიასა და ისლანდიაში ელჩობის 4-წლიანი ვადა თებერვალში ამოეწურა, რომლის შემდეგაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიურ რეზერვში გადაიყვანა.