ჩრდილოეთ ერაყში ქორწილში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა და 150 დაშავდა. უბედური შემთხვევა ნინევეს პროვინციაში, ალ-ჰამდანიაში მოხდა.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, ის ფეიერვერკმა გამოიწვია.
განსხვავებული ვერსიები ვრცელდება დაღუპულთა რაოდენობის შესახებაც. ნინევეს გუბერნატორის მოადგილის, ჰასან ალ-ალაკის ინფორმაციით, დადასტურებულია 113 ადამიანის გარდაცვალება, ხოლო სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო INA-მ განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი მინიმუმ 100-მდეა.
ჰამდანიას მთავარ საავადმყოფოში ათობით ადამიანი მივიდა დაშავებულების დასახმარებლად სისხლის დონაციისთვის.