საქსტატის სტატისტიკის თანახმად, 2024 წელს, რეგისტრირებულია 21 653 ქორწინება, რაც 2.8 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.
პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 29.9 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის 32.2 წელს.
21 653 ქორწინებიდან გურიაში 597 ქორწინება დარეგისტრირდა, ხოლო 2023 წელს რეგისტრირებული ქორწინებათა რიცხვი 618 იყო.
რაც შეეხება განქორწინებას, საქსტატის ინფორმაციითვე, 2024 წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 13 520 ერთეული შეადგინა, რაც 1.1 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
13 520 რეგისტრირებული განქორწინებიდან, გურიაში 2024 წელს 421 შემთხვევა ფიქსირდება. 2023 წელს კი რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობა რეგიონში 355 იყო.