მუსიკოსი მაია დარსმელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. დარსმელიძე ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას ეხმიანება.
„დღეს მთელი დღე ცოტა მოვეშვისავით და აქ (ფბ-ზე) ნორმალურად არ შემომიხედავს… ამ წამს მოვიცალე და მინდა იცოდეთ.
ის კოლაბორაციონისტთა პარტია კატეგორიულად (!!!!) მიუღებელია ჩემთვის.
მიუღებელი კი არა – ასეთ ქვეყანაში ერთი წამი არ მომინდება გაჩერება…
აღარ შემიძლია ამდენი ნერვიულობა, მართლა აღარ შემიძლია!!! რამდენი მოღალატე ყავს ამ მართლა ერთ კურკლ ქვეყანას!! (აქვე, იმის დამსმელი მოვ…ნ, ვინც პოსტის შინაარსიდან აქცენტი “ქვეყნის შეურაცხმყოფელ “ სიტყვა “კურკლზე” გადამიტანოს, გამიჰედლაინოს და მხოლოდ სათაურების მკითხველი ერთუჯრედიანების საჯიჯგნად გამომფინოს).
ქოცი უნდა გადავაგდოთ, რომ თან მიყვეს მთელი ეს დანარჩენი მოღალატე ნაგავი.
ქვეყანას ჰაერივით ჭირდება პროფესიონალი (!!!) პოლიტიკოსებით დაკომპლექტებული პროპორციული მრავალპარტიული მთავრობა! სხვანაირად მართლა ვერ ვხვდები, რატომ ვიმაზოხისტო, მერე დავბერდე და ისევ აქ, ამ ჭაობში ადრენალინის ყოველდღიურ სხმაში და უკეთესობის უსასრულო და აუხდენელ მოლოდინში სული ამომძვრეს…“_ წერს მუსიკოსი.