ჩემი რძალი და შვილიშვილები იზოლაციაში არიან, ყოველდღე კართან ვუტოვებ საკვებს -ამი შესახებ განცხადება, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ იმედის ეთერში გააკეთა. გამყრელიძემ სოლიდარობისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისივე თქმით, აუცილებელია პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვას, მათ შორის უნდა მოვერიდოთ თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების სტუმრობას.
“ჩემი ოჯახის წევრები, რძალი და შვილიშვილები არიან თვითიზოლაციაში. ყოველდღე მე მათთან მივდივარ, კარებთან ვტოვებ სადილს, საკვებს, პირველადი მოხმარების საშუალებებს. როცა მე გავდივარ იქიდან, ისინი აღებენ კარებს, შეაქვთ სახლში და, როგორც წესი და რიგია, გამომაქვს ნარჩენები”, _ აღნიშნა გამყრელიძემ.