პოლიტიკოსი თინა ხიდაშელი თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
“დიდი მადლობა ყველას. ყოველ დილით იმედით ვახელ თვალს, მოვიწერო, გადავიარე. მაგრამ ჯერ არ გამოდის. ისევ ჯოჯოხეთის პირზე ვარ, რაღაც ძალა ჩასაჩეხად დამდევს, თმაში ჩაჭიდებული. ყოველი ძვალი, კუნთი ყველა წაიღო.
ყოველი ღამე წინაზე საშინელია, ყოველი დღე წინაზე მძიმე .
ესაა დათო უკეთაა, დედაც, ბიჭებიც. აქ კალენდარი არ მუშაობს/ 10, 12, 14 დღეა უკვე და ჟანგბადი, უბრალოდ, არ არის. არ ვიცი საიდან მოვა”, _ წერს თინა ხიდაშელი.
შეგახსენებთ, რომ თინა ხიდაშელს და მის ოჯახს კოვიდინფექცია რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდათ.